პოლონეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია [ვიდეო]
პოლონეთში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია [ვიდეო]

პოლონეთში ძლიერი წვიმების შედეგად წყალდიდობაა. დატბორილია ქალაქი ბელსკო ბიალა. სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებული არიან სამაშველო ჯგუფები.

მედიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

სახანძრო-სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ არის.