პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 460 უბანია გახსნილი. ხმის მიცემა დილის 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება.
არჩევნებში 190 კანდიდატია დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები პირველ ტურში 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში, 21 აპრილს გაიმართება.
ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი საარჩევნო ტესტი კოალიციური მთავრობისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს და რომელიც ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ მოვიდა.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სახელისუფლებო და ოპოზიციის კანდიდატებს თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ. გარდა ამისა, გამოკითხვების მიხედვით, პოლონელები ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მმართველობის 100 დღეს პოზიტიურად აფასებენ.