პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს

პოლონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 460 უბანია გახსნილი. ხმის მიცემა დილის 07:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათამდე გაგრძელდება.

არჩევნებში 190 კანდიდატია დარეგისტრირებული. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები პირველ ტურში 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში, 21 აპრილს გაიმართება.

ადგილობრივი არჩევნები იქნება პირველი საარჩევნო ტესტი კოალიციური მთავრობისთვის, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობს და რომელიც ხელისუფლებაში ოთხი თვის წინ მოვიდა.

ბოლო გამოკითხვების მიხედვით, სახელისუფლებო და ოპოზიციის კანდიდატებს თითქმის ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ. გარდა ამისა, გამოკითხვების მიხედვით, პოლონელები ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მმართველობის 100 დღეს პოზიტიურად აფასებენ.