პოლონეთში აცხადებენ, რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის რეგიონზე შეტევის მიუხედავად, დასავლეთი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მიდგომას არ შეცვლის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის რეგიონზე შეტევის მიუხედავად, დასავლეთი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მიდგომას არ შეცვლის, – ამის შესახებ პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომაშ სიემონიაკმა განაცხადა.
პოლონელ მინისტრს ჟურნალისტმა ჰკითხა, შესაძლოა თუ არა, რომ კიევის სამხედრო წარმატებებმა შეცვალოს მოკავშირეების პოზიცია რუსეთთან ომისთვის იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ეს შეტევა არ ცვლის დასავლეთის ანტიესკალაციურ პოზიციას“, – განაცხადა სიემონიაკმა.
მისივე თქმით, კურსკის რეგიონში განვითარებული მოვლენები ხელს უწყობს უკრაინის იმიჯის ცვლილებას, რადგან „კიევის პოლიტიკური მიღწევები ორ კვირაზე ნაკლებ დროში უზარმაზარია“.