პოლონეთმა უკრაინაში ახალი ელჩი დანიშნა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ელჩად იაროსლავ გუზი ოფიციალურად დაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ პოლონურმა მედიამ არაოფიციალურად ჯერ კიდევ გაზაფხულზე შეიტყო, რომ გუზი ამ თანამდებობის კანდიდატად განიხილებოდა.
პოლონეთის წინა ელჩი ბარტოშ ჩიჩოკი უკრაინაში დიპლომატიურ მისიას 2019 წლიდან ასრულებდა და ის იყო ერთადერთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შორის, ვინც კიევი ომის პირველ დღეებში არ დატოვა.