პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან საფრთხის მიუხედავად ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებას გამორიცხავს
პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე მოკავშირეების ბირთვული იარაღის განთავსებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხისა და ნატო-ს ტერიტორიაზე შესაძლო თავდასხმის შესახებ შეშფოთება იზრდება, – ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, პაველ ზალევსკიმ განაცხადა.
„მინდა, ძალიან მკაფიოდ და ღიად ვთქვა: პოლონეთს არ სურს, საკუთარ ტერიტორიაზე ბირთვული ქობინები ჰქონდეს. ჩვენ გვინდა, მონაწილეობა მივიღოთ ნატო-ს ბირთვულ შეკავებაში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ბირთვული ქობინი უნდა იყოს“, – განაცხადა ზალევსკიმ.
პარალელურად, პოლონეთი შეუერთდა საფრანგეთის ინიციატივას, რომელიც ევროპაში პარიზის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.