პოლონეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსული წარმოებისაა, სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული.
უწყების ცნობით, რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ადგილობრივი დროით 15:42 წუთზე ჩავარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო სამინისტროში პოლონეთში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში არ არის აღნიშნული, ვინ ისროლა რაკეტა.
პოლონურ მედიაში რუსეთიდან პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რაკეტის ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად არაოფიციალურად გავრცელდა. ამასთან, პოლონეთის პრემიერმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. სხდომის შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს და მთავრობამ შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო. პოლონეთის პრემიერ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ინციდენტის შემდეგ, პოლონეთი საჰაერო სივრცის კონტროლს გააძლიერებს.