პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი - უკრაინის საზღვართან ახლოს აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს
პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი - უკრაინის საზღვართან ახლოს აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს

უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს წევს, – შესაბამისი განცხადება მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მიულერის თქმით, მთავრობამ ზოგიერთი ქვედანაყოფის სამხედრო მზადყოფნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, მთავრობის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ აფეთქებების გამო დაღუპულია ორი ადამიანი.

მისივე თქმით, მთავრობა განიხილავდა მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატო-ში კონსულატაციების დაწყებას გულისხმობს.