პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთისგან საჰაერო სივრცის დარღვევისთვის განმარტებებს მოითხოვენ
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთისგან საჰაერო სივრცის დარღვევისთვის განმარტებებს მოითხოვს. უწყებაში რუსეთის დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცეს.
როგორც სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, სამინისტროში ანდრეი ორდაში გამოცხადდა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ, ვლადისლავ ბარტოშევსკიმ იმ მოთხოვნათა სია გადასცა, რომელზეც დიპლომატიურ უწყებას განმარტებების სჭირდება.
პოლონეთი მოითხოვს „განმარტებებს ფრთოსანი რაკეტით პოლონეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით და ასეთი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას“.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე 29 დეკემბერს რუსულმა რაკეტამ დაარღვია. რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიის სიღრმეში 40 კილომეტრით შეაღწია და სამი წუთის შემდეგ უკრაინისკენ გადაუხვია.