პოლონეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია

19:00, 29.12.2023

პოლონეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსულმა რაკეტამ დაარღვია.

„ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული რაკეტა შეიჭრა. ამის დადასტურება გვაქვს ეროვნულ და მოკავშირე რადარებზე“, – განაცხადეს პოლონეთის ეროვნული უშიშროების საბჭოში.

რამდენიმე საათის წინ პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი მფრინავი ობიექტი დააფიქსირეს, რის გამოც ქვეყნის ლიდერმა, ანჯეი დუდამ ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა.

მსგავსი