პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების გამო, ანჯეი დუდამ ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა
პოლონეთის ტერიტორიაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირების გამო, ანჯეი დუდამ ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება მოითხოვა

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ დაუყოვნებლივ მოითხოვა ეროვნული უშიშიროების საბჭოს სხდომის ჩატარება. როგორც პოლონური მედია წერს, დუდამ სხდომა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე მოიწვია.

პოლონეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან ამოუცნობი ობიექტი შეფრინდა.

სხდომაში მონაწილეობას მიიღებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ასევე შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური და სხვა მაღალჩინოსნები.

ცნობითვის, მანამდე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში დაადასტურეს, რომ უკრაინიდან პოლონეთის საჰაერო სივრცეში დღეს დილით უცნობი ობიექტი შეფრინდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იეირში განახორციელა.