პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან და შეასრულოს დემოკრატიული რეფორმები
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება.
„შეშფოთებით ვაკვირდებით არსებულ ვითარებას თბილისში. პროტესტების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაუშვებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს დიალოგში საქართველოს პროევროპულ საზოგადოებასთან და შეასრულოს დემოკრატიული რეფორმები“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.