პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - პოლონეთის საზღვართან, უკრაინის სამხედრო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა ნატო-სთვის დამუქრების მცდელობა იყო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - პოლონეთის საზღვართან, უკრაინის სამხედრო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა ნატო-სთვის დამუქრების მცდელობა იყო

პოლონეთის საზღვართან, უკრაინის სამხედრო ბაზაზე რუსული სარაკეტო თავდასხმა ნატო-სთვის დამუქრების მცდელობა იყო, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარჩინ ფშიდაჩმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა სამხედრო ბაზის დაბომბვას „უაღრესად პროვოკაციული“ ნაბიჯი უწოდა.

„მათ ნამდვილად იცოდნენ, რომ ეს სამხედრო ბაზა პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს იყო განთავსებული. რა თქმა უნდა, რუსებმა იცოდნენ, რას ურტყამდნენ, და უნდოდათ, დამუქრებოდნენ ნატო-ს… მათ სურდათ, გაეგზავნათ ნატო-სთვის დამუქრების შეტყობინება. ჩემი ქვეყანა და რამდენიმე სხვა ქვეყანა რაღაცნაირად საფრთხეშია, რადგან ბატონი პუტინი ცდილობს, გაანადგუროს მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა მარკინ პრჟიდაჩმა.