პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნავალნი გამიზნულად მოწამლეს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ნავალნი გამიზნულად მოწამლეს, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობაზე საუბრობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარჩინ ფშიდაჩი.

„მეტი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ნავალნი გამიზნულად მოწამლეს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას ამ საკითხის გამოძიებისკენ. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. ასეთი რამ უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ჩვენ რუსეთში ადამიანის უფლებების საკითხზე საფუძვლიანი დებატები უნდა დავიწყოთ“, – წერს მარჩინ ფშიდაჩი.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ბერლინის საავადმყოფოში ჩატარებული ტესტირებების შედეგები აჩვენებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.