პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ პოლონეთში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთობლივად ვუჭერთ მხარს უკრაინისა და მოლდოვის მისწრაფებებს, რომ დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამ წლის ბოლომდე. ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ გამოიყენოს თავისი შანსი და გახდეს კანდიდატი ქვეყანა“, – აღნიშნა რაუმ.