პოლონეთის საგარეო უწყებაში ბელარუსის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტზე კიდევ ერთი განმარტება გაკეთდა
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელარუსული სამხედრო ვერტმფრენების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევას გამოეხმაურა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის თქმით, ბელარუსულ ვერტმფრენებთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლონური სარადარო სისტემები მუშაობდნენ.
კითხვაზე, რატომ მოახდიან პოლონეთმა ინციდენტზე დაგვიანებული რეაგირება, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, „ასეთი რამ ყველა ქვეყანაში ხდება“. ამის მაგალითად იაბლონსკიმ მაგალითად აშშ-ში ჩინური საჰაერო ბუშტის მიერ საჰაერო სივრცის დარღვევა დაასახელა.
მისივე თქმით, ინციდენტის შემდეგ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა.
„ჩვენ კატეგორიულად გავაპროტესტეთ საჰაერო სივრცის დარღვევა, ასევე უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებების ესკალაცია, რადგან ბელარუსი ამ ომის თანამონაწილეა“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ გასულ ღამეს პოლონეთმა დაადასტურა ბელარუსული ვერტმფრენების მიერ პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა. პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა კი საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის, დამატებითი ძალებისა და რესურსების, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენების გამოყოფის ბრძანება გასცა.