პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას ე.წ. პეტარდა ესროლეს
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას ე.წ. პეტარდა ესროლეს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას ავტოკოლონას ე.წ. პეტარდა ესროლეს, ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. შემთხვევა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა. დუდას ავტოკოლონამ კოლას რაიონის სოფელ კეშეტაში გაიარა, სადაც მამაკაცმა მანქანას „პეტარდა“ ესროლა.

მომხდარის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს, რის შემდეგაც თავდამსხმელი დააკავეს. დაკავებული 39 წლის მამაკაცია, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მედია წერს, რომ, მამაკაცის თქმით, „პეტარდით“ მას ჩიტების შეშინება სურდა.