პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ვარშავა მზად არის, კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს

10:53, 20.02.2022

პოლონეთი მზად არის, კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი თავდაცვითი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიის, ქალაქების, მოსახლეობის დასაცავად რუსეთის არმიის აგრესიისგან“, – აღნიშნა მორავეცკიმ.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება თებერვლის დასაწყისში მიაწოდა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს, უკრაინა იყოს წარმატებული.

მსგავსი