პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ ვარშავა მზად არის, კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს
პოლონეთი მზად არის, კიევს დამატებითი თავდაცვითი იარაღი მიაწოდოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ დამატებითი თავდაცვითი იარაღი, რომელიც გამოყენებული იქნება უკრაინის ტერიტორიის, ქალაქების, მოსახლეობის დასაცავად რუსეთის არმიის აგრესიისგან“, – აღნიშნა მორავეცკიმ.
აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ხელისუფლებამ უკრაინას თავდაცვითი შეიარაღება თებერვლის დასაწყისში მიაწოდა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პოლონეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არ სურს, უკრაინა იყოს წარმატებული.