პოლონეთის პრემიერი - რუსეთი ცდილობს, შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია ევროპის წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ აუცილებელია ერთიანობა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი მიიჩნევს, რომ რუსეთი საკუთარი ბოლო ქმედებებით ცდილობს, შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია ევროპის წინააღმდეგ წასვლა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ აუცილებელია ერთიანობა და სოლიდარობა.
„პუტინმა იცის, რომ მისი ძალაუფლება დამოკიდებულია გაზის ფასზე და ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპა დამოკიდებული იყოს მის მარაგზე“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მანამდე მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავადვე დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზით შანტაჟის ელემენტია.