პოლონეთის პრემიერი – რუსეთი ცდილობს, შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია ევროპის წინააღმდეგ წასვლა, ამიტომ აუცილებელია ერთიანობა
Bruksela, Belgia, 11.12.2020. Premier RP Mateusz Morawiecki podczas konferencji prasowej w drugim dniu unijnego szczytu w Brukseli, 11 bm. Dzieñ wczeniej, na szczycie UE dosz³o do porozumienia przywódców unijnych ws. bud¿etu UE i funduszu odbudowy. Na mocy tego porozumienia uruchomiony zostanie kolejny wieloletni bud¿et UE na lata 2021-2027 oraz fundusz odbudowy wart 750 mld euro. (rp/awol) PAP/Radek Pietruszka
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი მიიჩნევს, რომ რუსეთი საკუთარი ბოლო ქმედებებით ცდილობს, შეამოწმოს, რამდენად შორს შეუძლია ევროპის წინააღმდეგ წასვლა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ აუცილებელია ერთიანობა და სოლიდარობა.
„პუტინმა იცის, რომ მისი ძალაუფლება დამოკიდებულია გაზის ფასზე და ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპა დამოკიდებული იყოს მის მარაგზე“, – წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.
მანამდე მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავადვე დაადასტურა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზით შანტაჟის ელემენტია.