პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20 000-მდე გაიზარდოს
პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ამ კვირაში შესაძლოა 20 000-მდე გაიზარდოს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, პოლონელები აღდგომის დღესასწაულისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებას უნდა ელოდნენ.
როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყანა ვირუსის მესამე ტალღას ებრძვის, სადაც პანდემიის დაწყებიდან დღემე „კოვიდ-19“-ის 1.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 45 317 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.