პოლონეთის ეროვნულმა მაუწყებელმა უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტი გამართა
პოლონეთის ეროვნულმა მაუწყებელმა უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტი გამართა

პოლონეთის ეროვნულმა მაუწყებელმა, Telewizja Polska-მ და „კარიტასმა“ გამართეს კონცერტი, სახელწოდებით „სოლიდარობა უკრაინასთან“.

როგორც Telewizja Polska-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, იაცეკ კურსკიმ განაცხადა, კონცერტი უკრაინის მოსახლეობისადმი მხარდაჭერის ჟესტს წარმოადგენდა.

„ეს იყო რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულთა შეკრება და რუსეთის მიერ განხორციელებული კრიმინალური თავდასხმისადმი უკმაყოფილების გამოხატულება“, – დაწერა იაცეკ კურსკიმ „ტვიტერზე“.

კონცერტი კვირას, 17:30 საათზე გაიმართა და დასწრება თავისუფალი იყო.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის სოლიდარობის ნიშნად, პირველ მარტს, 22:00 საათზე საქველმოქმედო მარათონს – „ჩვენ უკრაინისთვის“ მართავს საქართველოს პირველი არხიც.