პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის ლიკვიდაციას მოახდენს
პოლონეთის ახალი მთავრობა სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის ლიკვიდაციას მოახდენს. შესაბამისი განკარგულება პოლონეთის ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინაკ-კამიშმა გასცა.
აღნიშნული კომისია 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებდა, რომლის შედეგადაც პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მთავრობის წევრები დაიღუპნენ.
განკარგულების თანახმად, კომისიის წევრებს 2023 წლის 18 დეკემბრამდე მისცეს ვადა ყველა დოკუმენტაციის, ინვენტარისა და აღჭურვილობის ჩასაბარებლად.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ უახლოეს ხანში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საგამოძიებო კომისიის წევრების საქმიანობას შეისწავლის.
პოლონეთის თავდაცვის უწყებაში სმოლენსკის ტრაგედიის საგამოძიებო კომისიის საქმიანობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრები სახელმწიფოს რესურსებს ფლანგავდნენ.
როგორც ცნობილია, პოლონეთის ყოფილი მთავრობა და მათ შორის თავდაცვის მინისტრი ანტონ მიცარევიჩი ამტკიცებდნენ, რომ 2010 წელს მომხდარი ავიაკატასტროფა იყო მოსკოვის სპეცოპერაცია.