პოლონელმა ფერმერებმა დოროგუსკ-იაგოდინის გამშვები პუნქტი გადაკეტეს
პოლონელმა ფერმერებმა დოროგუსკ-იაგოდინის გამშვები პუნქტი გადაკეტეს

პოლონელმა ფერმერებმა, რომლებიც ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავენ, დოროგუსკ-იაგოდინის გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანების მოძრაობა ორივე მიმართულებით მთლიანად გადაკეტეს.

როგორც მედია წერს, მომიტინგეები ასევე ცდილობდნენ დოროგუსკის რკინიგზის სადგურზე მატარებლის მოძრაობის შეფერხებას, რაც პოლონეთის პოლიციამ აღკვეთა. ამჟამად მატარებლები ჩვეულ რეჟიმში მოძრაობენ.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ, ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან ევროპის აგრარულ პოლიტიკას.