პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს
პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას გაატარებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.
მანამდე მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.
პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირებისა და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.