პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს

13:16, 04.01.2024

პოლონელმა ფერმერებმა დღეიდან უკრაინის საზღვართან მედიკა-შეგინის საგუშაგოს ბლოკირება განაახლეს. როგორც ერთ-ერთმა პოლონელმა ფერმერმა განმარტა, ისინი საათში სამ სატვირთო მანქანას გაატარებენ, ხოლო პროტესტი 3 თებერვლამდე გაგრძელდება.

„ჩვენ არ მიგვიღია წერილობითი დასტური, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ამიტომ განვაგრძობთ პროტესტს“, – აღნიშნავს აქციის მონაწილე.

მანამდე მედიკაში პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი მივიდა და ფერმერებს განუცხადა, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა.

პოლონელი ფერმერები მთავრობას სიმინდის სუბსიდირებისა და სოფლის მეურნეობის გადასახადის შარშანდელ ნიშნულზე შენარჩუნებას სთხოვენ.

მსგავსი