პოლონელი გამომძიებლები სექტემბრის დასაწყისში სმოლენსკის ავიაკატასტროფის ადგილს დაათვალიერებენ
პოლონელი გამომძიებლები სექტემბრის დასაწყისში სმოლენსკის ავიაკატასტროფის ადგილს დაათვალიერებენ

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელის განცხადებით, რუსულმა მხარემ დააკმაყოფილა პოლონეთის მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საპროცესო ღონისძიებების ჩატარების შესახებ.

პოლონელი გამომძიებლები სმოლენსკში ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ნაწილებს კიდევ დაათვალიერებენ.

შეგახსენებთ, აპრილში პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა საგამოძიებო კომიტეტმა სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ტექნიკური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტუ-154 ბორტზე მომხდარი აფეთქებების შედეგად დაზიანდა.

ტუ-154-ის ტიპის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სამთავრობო დელეგაცია იმყოფებოდნენ, სმოლენსკის აეროდრომთან კატასტროფა 2010 წლის 10 აპრილს განიცადა.

ბორტზე მყოფი 96-ვე მგზავრი დაიღუპა. პოლონეთის სამთავრობო დელეგაცია სმოლენსკში კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე მიემგზავრებოდა.

ავიაკატასტროფის პირველადი გამოძიების შედეგად, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ეკიპაჟი თვითმფრინავის დასმას ნისლში ცდილობდა, რა დროსაც მისი ფრთა ხეს გამოედო, თუმცა 2015 წელს, პოლონეთის ხელისუფლებაში მოსულმა „კონსერვატიულმა პარტიამ“ 2010 წლის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო.