პოლონელი ევროპარლამენტარი - პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება შეთანხმების ჩაშლას ნიშნავს, რის გარეშეც სამართლიანი არჩევნები არ იქნება
პოლონელი ევროპარლამენტარი - პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება შეთანხმების ჩაშლას ნიშნავს, რის გარეშეც სამართლიანი არჩევნები არ იქნება

ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წევრი, ევრონესტის საპარლამენტის ასამბელის დელეგაციის ვიცე-თავმჯდომარე

ანჯეი ჰალიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

პოლონელი ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ „პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება შეთანხმების ჩაშლას ნიშნავს“.

„ჩვენ საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმებით 8 მარტის შეთანხმებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება ნიშნავს შეთანხმების დარღვევას და იმას, რომ სამართლიანი არჩევნები არ იქნება. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“,  ნათქვმაია პოლონელი ევროპარლამენტარის განაცხადებაში, რომელსაც იგი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.