პოლონელი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე - ამას უნდა მოჰყვეს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია
პოლონელი დეპუტატუ ტომაშ იასკოლა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ მისული პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობას ეხმაურება.
„ამას უნდა მოჰყვეს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია“,- წერს „ტვიტერში“ პოლონეთის სეიმის წევრი.
პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.