პოლონელი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობაზე – ამას უნდა მოჰყვეს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია

14:12, 16.07.2023

პოლონელი დეპუტატუ ტომაშ იასკოლა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან „ვივამედში“ მისული პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის გატანის მცდელობას ეხმაურება.

„ამას უნდა მოჰყვეს პოლონური მხარისგან სწრაფი და მძაფრი რეაქცია“,- წერს „ტვიტერში“ პოლონეთის სეიმის წევრი.

პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

 

მსგავსი