პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ გამოდის ინიციატივით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები პირები ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე დარეგისტრირდნენ
პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ გამოდის ინიციატივით, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები პირები ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე დარეგისტრირდნენ.
„გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს მომავალ კვირას წარედგინება. ცვლილებების მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციისას მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქის მითითება მოეთხოვებათ.
„გირჩი“ განმარტავს, რომ, აღნიშნული პროექტის გაზიარების შემთხვევაში, საზღვარგარეთ მყოფი ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, შეძლებენ, ამომრჩევლად მისამართის მითითების გარეშე დარეგისტრირდნენ, რაც არჩევნებში ხმის მიმცემი პირების ოდენობას გაზრდის.
„ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და საქართველოში სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას ავალდებულებენ, არჩევნებისთვის საელჩოში წინასწარ რეგისტრაციას თავს არიდებენ, რათა საკუთარი საცხოვრებელი მისამართი არ მიუთითონ და იძულებული არ გახდნენ, საქართველოში დაბრუნდნენ“, – განმარტავს „გირჩი“.