პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა
პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფმა ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა

პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების გავლენიანმა ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას მოუწოდეს, „განამტკიცოს საკუთარი მემკვიდრეობა“ საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე უარის თქმით. ინფორმაციას ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

„ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, უარი თქვათ არჩევნებში მონაწილეობაზე ჩვენი დემოკრატიისა და ერის მომავლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 168 ხელმომწერი ჰყავს.

ამასთან, ჯგუფმა წერილში ხაზი გაუსვა იმ მოვლენებს, რომელიც დონალდ ტრამპის არჩევის შემთხვევაში განვითარდება.

„ჩვენ ღიად განვაცხადეთ იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევას მოჰყვება. რისკები ამერიკისთვის არის სერიოზული: გლობალური და საშინაო არასტაბილურობა, ჩვენი მოკავშირეების მიტოვება, მეგობრული კაპიტალიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ქალთა და სხვა ჯგუფების უფლებების დარღვევა“, – ნათქვამია წერილში.