მსოფლიო ლიდერების მისალმების ოფიციალური ფორმა ხელის ჩამორთმევაა. სხვადასხვა სამიტის, პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრების დროს სხეულის ენის სპეციალისტები ხელის ჩამორთმევის რიტუალს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, ვინაიდან ამ დროს მხარეები ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებებს ყველაზე კარგად ამჟღავნებენ.
მედიის ობიექტივში არაერთხელ მოხვედრილა ისეთი კადრები, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის არავერბალურ საკომუნიკაციო გზავნილებს არასწორად იგებენ და ხელის ჩამორთმევისა და მისალმების დროს ბევრი უხერხული მომენტიც შექმნილა.
BBჩ-მა ასეთი კადრები შეაგროვა და ერთ ვიდეოში გააერთიანა – გთავაზობთ ხელის ჩამორთმევის ყველაზე უხერხულ და სასაცილო მომენტებს.