დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა
დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანადის პრემიერ-მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Business Insider-ი ავრცელებს.

ტრამპის განმარტებით, ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრაზე უარი იმიტომ თქვა, რომ კანადის პრემიერს არ სურს საუბარი  ჩრდილო-ამერიკულ თავისუფალ ვაჭრობაზე.

„მათი გადასახადები ძალიან მაღალია და მას არ სურს მოლაპარაკების პროცესის დაწყება, სწორედ ამიტომ ვუთხარი, რომ შეხვედრა დაივიწყოს“,- განაცხადა ტრამპმა.