„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას
„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას. როგორც გამოცემა წერს, პელოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მათ ორმა წყარომ დაუდასტურა.
„პოლიტიკო“ იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეიერთან ერთად ამ უქმეებზე აპირებს ჩასვლას.
სომხეთში ვიზიტის დროს პელოსი ერევანში აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობის წევრებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრესსამსახურში „პოლიტიკოს“ ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. მათი თქმით, ამის თქმის უფლება მათ არ აქვთ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით.