„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას

22:03, 15.09.2022

„პოლიტიკოს“ ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი სომხეთში აპირებს ჩასვლას. როგორც გამოცემა წერს, პელოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მათ ორმა წყარომ დაუდასტურა.

პოლიტიკო“ იუწყება, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი სომხეთში დემოკრატ კანონმდებელ ჯეკი სპეიერთან ერთად ამ უქმეებზე აპირებს ჩასვლას.

სომხეთში ვიზიტის დროს პელოსი ერევანში აპირებს შეხვდეს ქვეყნის პრემიერ -მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობის წევრებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პრესსამსახურში „პოლიტიკოს“ ნენსი პელოსის სომხეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს. მათი თქმით, ამის თქმის უფლება მათ არ აქვთ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით.

მსგავსი