„პოლიტიკო“ - უკრაინა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჩინურ კომპანიებს რუსეთის ომის სპონსორობაში ადანაშაულებს
უკრაინა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ჩინურ კომპანიებს რუსეთის ომის სპონსორობაში ადანაშაულებს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის მიერ შედგენილ ომის სპონსორთა სიას სამი ჩინური კომპანია დაემატა, რომლებიც კიევის თქმით, ხელს უწყობენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაფინანსებას.
უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კორპორაცია (CNOOC Group), ჩინეთის პეტროქიმიური კორპორაცია (Sinopec Group) და ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC) – ყველა ჩამოთვლილი იყო, როგორც „ომის საერთაშორისო სპონსორი“.
ოფიციალური პირების თქმით, ჩინეთის უმსხვილესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სამი სახელმწიფო კომპანია აქტიურად ახორციელებს ერთობლივ პროექტებს რუს კოლეგებთან ერთად, ეხმარება მოსკოვის სამხედრო და იარაღის ინდუსტრიის დაფინანსებას „სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი გადასახადების გადახდით“.