„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას თუ მოხსნის, დონალდ ტრამპის დამარცხების შანსები ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს აქვთ
„პოლიტიკო“ - ჯო ბაიდენი არჩევნებში კანდიდატურას თუ მოხსნის, დონალდ ტრამპის დამარცხების შანსები ჰილარი კლინტონს და კამალა ჰარისს აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ვადით კენჭს თუ არ იყრის და საკუთარ კანდიდატურას მოხსნის, მისი ოპონენტის, დონალდ ტრამპის დამარცხების ყველაზე მაღალი შანსი მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს აქვთ.

ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

დემოკრატიული პარტიის შიდა გამოკითხვის ბოლო მონაცემებით, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს ერთი პროცენტით ასწრებს, 42% 41%-ის წინააღმდეგ, ხოლო ჰილარი კლინტონი – ორი პროცენტით, 43% 41%-ის წინააღმდეგ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ გამოკითხული რესპონდენტების 29%, რომელიც ტელედებატებს სრულად უყურა, მიიჩნევს, რომ მოქმედ პრეზიდენტს გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები აქვს, რომ ოთხწლიანი ვადით ემსახუროს ქვეყანას, მაშინ როდესაც 61% ამბობს, რომ მას ამის უნარი არ აქვს.