„პოლიტიკო“ - ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები მოსკოვის ქმედებებზე უფრო მკაცრ რეაგირებას განიხილავენ, ერთ-ერთი ვარიანტი კიბეროპერაციები და რუსეთის საზღვრებთან მოულოდნელი წვრთნებია
„პოლიტიკო“ - ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნები მოსკოვის ქმედებებზე უფრო მკაცრ რეაგირებას განიხილავენ, ერთ-ერთი ვარიანტი კიბეროპერაციები და რუსეთის საზღვრებთან მოულოდნელი წვრთნებია

ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები მოსკოვის ქმედებებზე უფრო მკაცრ რეაგირებას განიხილავენ, ერთ-ერთი ვარიანტი კიბეროპერაციები და რუსეთის საზღვრებთან ახლოს მოულოდნელი სამხედრო წვრთნებია, – ამის შესახებ „პოლიტიკოწერს.

„ევროპული სახელმწიფოები განიხილავენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენლად მოგეჩვენებოდათ, რადგან რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ნატო-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ. ეს იდეები მოიცავს ერთობლივ შეტევით კიბეროპერაციებსა და ნატო-ს მოულოდნელ სამხედრო წვრთნებს“, – განუცხადა გამოცემას ხუთმა ანონიმურმა წყარომ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი მუდმივად აკვირდება დასავლეთის რეაქციას და აუცილებელია „შეტყობინების გაგზავნა მოქმედებებით და არა სიტყვებით“.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა გადახედოს უსაფრთხოების პროცედურებს, რადგან რუსეთი აშკარად აძლიერებს ჰიბრიდულ ომს.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, ბრატისლავაში დაფუძნებულმა ანალიტიკურმა ცენტრმა, GLOBSEC-მა გამოთვალა, რომ იანვრიდან ივლისამდე ევროპაში, ძირითადად პოლონეთსა და საფრანგეთში, მოსკოვთან კავშირების მქონე პირების მიერ 110-ზე მეტი დივერსიული აქტი და თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.