„პოლიტიკო“ - დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლო განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის
„პოლიტიკო“ - დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლო განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის

„პოლიტიკოს“ ცნობით, დასავლელი დიპლომატების ნაწილი ფიქრობს, რომ ზელენსკი ბოლო განცხადებებით, სადაც ის ნატო-ს აკრიტიკებს, ზედმეტად შორს მიდის.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებამ, რომელშიც ის ალიანსს გაუბედაობაში ადანაშაულებს, ვილნიუსში მიმდინარე სამიტის მონაწილეების გაოგნება და დაბნეულობა გამოიწვია.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ნატო-ს სამიტის კომუნიკეს სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ ალიანსი უკრაინის მიწვევას მაშინ შეძლებს, როდესაც მოკავშირეები ამას დათანხმდებიან და პირობები იქნება შესრულებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ კომუნიკეში წარმოდგენილმა ფორმულირებამ უკრაინის ლიდერის აღშფოთება გამოიწვია. მან აბსურდი უწოდა იმ ფაქტს, რომ დოკუმენტში უკრაინის ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადა არ არის მითითებული.

ზოგიერთმა დასავლელმა დიპლომატმა უკვე გააკეთა კომენტარი ზელენსკის ამ განცხადებაზე.

„მე კრიტიკულად ვარ განწყობილი ბევრი ასპექტის მიმართ, კერძოდ, ეს ეხება ზოგიერთი მოკავშირის პოზიციას, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის გათვლილი და უსამართლო მიდგომაა“, – უთხრა პოლიტიკოს ცენტრალური ევროპის მაღალჩინოსანმა დიპლომატმა. მან ასევე დაამატა, რომ „ზელენსკი ძალიან შორს მიდის“.

ზოგიერთი დიპლომატი ამბობს, რომ გასაგებია უკრაინის ლიდერის გძნობები.

„მისი იმედიგაცრუება გასაგებია, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს. კომუნიკეს შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში მოკავშირეებმა უნდა მიაღწიონ“,  – განაცხადა „პლიტიკოს“ წყარომ.