Politico - ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე წასვლას სთხოვს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის სამიტზე დონალდ ტრამპთან სამი ძირითადი საკითხის განხილვას გეგმავს, რაშიც ოფიციალურ პარიზს და ვაშინგტონს განსხვავებული ხედვა აქვთ.
საფრანგეთის ცენტრისტი პრეზიდენტის მიზანია ტრამპთან ტარიფების საკითხი, პარიზის შეთანხმება კლიმატური ცვლილებები შესახებ და ირანთან 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმების საკითხი განიხილოს.
ანალიტიკური გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი დიდი შვიდეულის სამიტზე წლიურ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, თუ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გარკვეულ დათმობაზე არ წავა. ამავე გამოცემის თანახმად, მაკრონს იმედი აქვს, რომ დიდი შვიდეულის დანარჩენი ქვეყნები საფრანგეთის აღნიშნულ პოზიციას გაიზიარებენ.
G7-ის რიგით 44-ე სამიტი კვებეკში (კანადა) 8-9 ივნისს გაიმართება.