პოლიციის ინფორმაციით, ფლორიდაში სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ყოფილი მოსწავლეა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლორიდის პარკლანდის სკოლაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააპატიმრეს.
ტერიტორიაზე ამ დრომდე მობილიზებული არიან სპეცდანიშნულების რაზმები, მიმდინარეობს სკოლის შენობის შემოწმება-დათვალიერების პროცესი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი პედაგოგია.
14 დაშავებული კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი. თავდასხმის მოტივი უცნობია.
CNN-ის ცნობით, ფლორიდის სკოლაში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა.