საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 31 მაისს პოლიციის დღეს აღნიშნავს.
პოლიციის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება შინაგან საქმეთა ვახტანგ გომელაურმა გახსნა.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა წარადგინა, რის შემდეგაც ვახტანგ გომელაურმა, ასევე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს და პოლიციელებს პროფესიული დღეს მიულოცეს.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წარმატებული პოლიციელები სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლებით დააჯილდოვა, პრეზიდენტმა კი, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშოდ შესრულებისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის, საქმისა და ქვეყნის ერთგული სამსახურისთვის ღირსების მედლით დააჯილდოვა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული განყოფილების უფროსი ალექსანდრე გულუა და პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი სალომე ჟღენტი.