ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ნათელ ხსოვნას
ირაკლი ღარიბაშვილი - კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ პოლიციელთა ნათელ ხსოვნას

სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელების ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა.

„დღეს თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას. ძვირფასო პოლიციელებო, თქვენს ურთულეს საქმიანობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი ყველაზე ახლობელი ადამიანების თანადგომა. მე მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თქვენს მშობლებს, თქვენს მეუღლეებს, თქვენს შვილებს, თქვენი ოჯახების თითოეულ წევრს“, – განაცხადა პრემიერმა.