პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევისთვის დაკავებული „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

საჩხერის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ჭიათურაში დაკავებული პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლე ივანე ყიფიანმა მიიღო.

ინციდენტი პილიციელებსა და მაღაროელს შორის ერთ-ერთი ქარხნის ტერიტორიაზე მოხდა. ზაზა ჩინჩალაძის ახლობლები კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულის მიმართ ფიზიკური ძალადობასთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დაკავებულსა და პოლიციელებს შორის მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომელი ზაზა ჩინჩალაძე ჭიათურაში, მადნის გადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.