პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს

დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ იმ თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლებიც გუშინ ავთანდილის ქუჩაზე გამოძახებაზე იმყოფებოდნენ.

პოლიციის განყოფილებაში პროკურატურის თანამშრომლებიც მოვიდნენ. მათ მედიასთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს და განმარტეს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერაფერს იტყოდნენ.

აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება.  კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ.  აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.