პოლ ჯოელი - „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფ წყაროებზე დაყრდნობით, ყველას თუ არა, უმრავლესობას უნდოდა, დათანხმებულიყო ევროკავშირის შეთავაზებულ შეთანხმებას, თუმცა სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არ გამოვიდოდა
ევროკავშირმა ოპოზიციას მისცა საშუალება, ეთქვათ – კარგი, მივიღებ ამას ვადამდელი არჩევნების და ასევე, იმ ორი პიროვნების გათავისუფლების პირობის გარეშე, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მათაც და მთავრობასაც შეთანხმება რომ მიეღოთ, მჯერა, რომ ხელისუფლება იმ ორ ადამიანს გაათავისუფლებდა. თუმცა, პრინციპი, როცა აშანტაჟებ ევროკავშირს და მთავრობას ისაა, რომ… მათ შეუძლიათ, თქვან, ეს პოლიტიკური დაკავებაა. თუმცა, მე გეტყვით, რომ თუკი საპროტესტო აქციაზე იარაღს ატარებ, ეს დანაშაულია! თან მოდით, ვაღიაროთ, რომ ამ ადამიანს თავისი წარსული აქვს. ასე არაა?! თუკი პარლამენტის წინ პოლიციაზე თავდასხმას აორგანიზებ, ეს დანაშაულია. იმედია, თუკი მოლაპარაკება მიიღწევა, ყველაფერი სხვანაირად გაკეთდება. იმას ვამბობ, რომ მთავარი პრიორიტეტი იმ მანიპულაციის შეჩერება უნდა იყოს, რაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯოელმა.
მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველას თუ არა, უმრავლესობას უნდოდა, დათანხმებულიყვნენ და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმება მიეღოთ, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არ გამოვიდოდა.
„შესაძლოა, ბატონო მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა, მაგრამ თქვენც იცით, ყველამ იცის საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, თუ ვინაა რეალურად პარტიის თავმჯდომარე. ეს მიშა სააკაშვილია. ჩემი გაგებით და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფ წყაროებზე დაყრდნობით, ყველას თუ არა, უმრავლესობას უნდოდა, დათანხმებულიყვნენ და მიეღოთ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული შეთანხმება. თუმცა, სწორედ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არ გამოვიდოდა“, – განაცხადა ჯოელმა.
პოლ ჯოელმა ასევე აღნიშნა, რომ რაც აშშ-ის დედაქალაქში მოხდა, საქართველოში მომხდარის ანალოგია, თუმცა არა სრულყოფილი ანალოგი.
„ეს ანალოგიაა, თუმცა არა სრულყოფილი ანალოგი. იმიტომ, რომ რაც აშშ-ის დედაქალაქში მოხდა, გაცილებით უარესია, ვიდრე ის, რაც მოხდა საქართველოში. მერწმუნეთ, არ ვცდილობ მათ შორის ტოლობის ნიშანი დავსვა. თუმცა, არის მსგავსება ორგანიზებულ ადამიანებს შორის, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას, რომ შეიჭრან სამთავრობო შენობაში, გარემოებები კი კაპიტოლიუმში გაცილებით უარესი იყო. ის, რაც იმ დღეს ხდებოდა, გახლდათ კონსტიტუციურად უფლებამოსილი გადაწყვეტილება, მოეხდინათ საარჩევნო შედეგების რატიფიცირება. წევრებიც იქ იყვნენ. ამ შემთხვევაში კი არც მესმის, რატომ უნდოდათ ცარიელ შენობაში შეჭრა, ამით რას ამტკიცებდნენ? რატომ უნდა გააკეთო ეს, თუ არ გინდა პოლიციამ ძალას გადაამეტოს, როგორც მოიქცნენ კიდეც? შეუძლებელია, ხალხი საათების განმავლობაში საბრძოლო მდგომარეობაში ერთმანეთის პირისპირ დააყენო და ელოდო, რომ უბრალოდ ასე ისხდებიან. რა თქმა უნდა, იტყოდნენ, რომ უკვე საკმარისია და სამწუხაროდ, ხალხმაც ძალას გადაამეტა“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.