პოლ ჯოელი - საქართველოში 2019 წლის ივნისში ამოტივტივდა პროვოკაციული მეთოდი, რასაც უკავშირდება ის მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით
პოლ ჯოელი - საქართველოში 2019 წლის ივნისში ამოტივტივდა პროვოკაციული მეთოდი, რასაც უკავშირდება ის მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით

ვფიქრობ, სწორედ 2019 წლის ივნისში ამოტივტივდა პირველად ზედაპირზე პროვოკაციული მეთოდი, – ამის შესახებ საკონსულტაციო კომპანია NSI-ს წარმომადგენელმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რადგან იმ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს ორი ე.წ. პოლიტიკური პატიმარი, რაც იქცა ოპოზიციის მოთხოვნათა ინტეგრალურ საკითხად, ამიტომ შეუძლებელია, ივნისში განვითარებული და არჩევნებისას განვითარებული მოვლენები ერთმანეთისგან განვაცალკევოთ და ასევე ამას უკავშირდება ის მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მოდით, განვმარტავ – ვიცი, როგორია, როდესაც დემონსტრაციის წინა რიგებში ხარ. რადგანაც, როდესაც მაგისტრის ხარისხზე ვმუშაობდი, აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის წევრი ვიყავი. ძალიან ბევრ საპროტესტო გამოსვლასთან მოგვიწია დაპირისპირება და ხშირად აღმოვჩენილვართ გაბრაზებული ბრბოს პირისპირ. თუმცა, არასოდეს ყოფილან ისინი იმდენად აგრესიულები, როგორც 2019 წლის ივნისში ან ექვს იანვარს, 2021 წელს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმისას იყნენ.

თუ საქართველოში მომხდარ ინციდენტს დავაკვირდებით, ვხედავთ, რომ ადამიანი, რომლისთვისაც არ უნდა მიეცათ ქვეყანაში შესვლის უფლება, აღმოჩნდა პარლამენტში შეხვედრაზე. ის სპიკერის სავარძელთან იჯდა, თუ იდგა და სიტყვით რუსულად გამოდიოდა. სწორედ ამ დროს გავიდა დარბაზიდან უკრაინელი დელეგატი. როდესაც შეხვედრა გაგრძელდა, პროტესტში მას ქართული დელეგაციაც შეუერთდა. მამაკაცი გაიყვანეს და საშუალება არ მიეცა, გამოსვლა დაესრულებინა. თითქმის მაშინვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლაც. 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე გააქტიურდა, სამი თუ ოთხი საათის შემდეგ კი, ბრბო გააგრესიულდა. პოლიციელებისთვის ფარების წართმევა და სამართალდამცველების მათი გამოყენებით ცემა დაიწყეს. ჩაფხუტებს ართმევდნენ და ასე შემდეგ.

და რაც შემდეგ მოხდა, მოხდა სახელისუფლებო შენობის დასაცავად. მოვლენებისას გაძლიერებულმა წნეხმა ძალის სამწუხარო და არადისციპლინებურ გამოყენებამდე მიგვიყვანა. სწორედ ასე დაიწყო პრობლემები, რომელიც 2019 წლის ივნისის შემდეგ დღემდე გრძელდება. ეს კლასიკური პროვოკაცია იყო. პროვოკაციაა, როდესაც აიძულებ შენს ოპონენტს, რეაგირებისას იმოქმედოს ისე, რომ თავად დაზარალდეს. სწორედ ეს მოხდა 2019 წლის ივნისში“, – განაცხადა ჯოელმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა 2019 წელს შეკრებილ ადამიანებს პროტესტის საფუძველი, ჯოელი პასუხობს, რომ როდესაც მშვიდობიანი პროტესტის ბუნებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხალხს ჰქონდა ამის გასაპროტესტებლად გასვლის უფლება, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა თქვეს, თითქოს, ეს იყო მტკიცებულება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პრორუსული იყო, რასაც არ ეთანხმება.

„რადგან ლიბერალიზმის ბუნება სწორედ ესაა. ლიბერალიზმი მხარს უჭერს კეთილდღეობასა და თავისუფალ ვაჭრობას, ინდივიდუალურ თავისუფლებას, ინდივიდუალური თავისუფლების გაღრმავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი შეიძლება, ნებისმიერი მიზეზით გამოვიდეს. თუმცა, ლიბერალიზმის შესაქმნელად აუცილებელი თანმდევი, წარმატებული დემოკრატიისთვის საჭირო ელემენტი არის შესაძლებლობა, მიიღო სხვადასხვა იდეები, პოზიციები და შეხედულებები. ლიბერალიზმის გარეშე დემოკრატია, რაც მხოლოდ თანასწორობას ნიშნავს, ვერასოდეს მიაღწევს წარმატებულ ფორმას“, – განაცხადა ჯოელმა.

შეკითხვაზე, როგორ არის დაკავშირებული 2019 წლის მოვლენები 2020 წლის არჩევნებთან, პოლ ჯოელმა განაცხადა: „პირველ რიგში, იმ მოვლენების კვალდაკვალ ორი ადამიანი დააკავეს. პირველი იყო ბატონი რურუა, რომელიც ფარულად ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმის შემთხვევაში იმ ადამიანებს, რომლებიც 6 იანვრის საპროტესტო აქციებზე იარაღით იყვნენ, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ეს ერთი საქმე. მეორე კი ის ქმედებებია, რომელიც ამბოხებაში გადაიზარდა და რომელსაც აღარ შეიძლება, პროტესტი ეწოდოს. ესაა თავდასხმა პოლიციის კორდონზე, ცარიელ პარლამენტში შეჭრის მცდელობა. რუსი წავიდა. რატომ გინდა პარლამენტში შესვლა? იმიტომ, რომ პროვოკაციის მოწყობა და საერთაშორისო ყურადღების მიპყრობა გინდა, რომ გააშავო ხელისუფლების რეპუტაცია. კარგი, არც ერთი ხელისუფლება არაა იდეალური და შეცდომას ყველა უშვებს, იქნება ეს ქართველი, ამერიკელი თუ სხვა. ბოლო ოთხი წელია, ჩვენ ურთულეს პერიოდს გავდივართ. ეს თქვენ ისევე იცით, როგორც მე. თუმცა, არსებობს თამაშის წესები და ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი, როგორც ადრე საქართველოშიც აღვნიშნე, ისაა, რომ ხალხი გირჩევს“, – განაცხადა პოლ ჯოელმა.