ირაკლი ზარქუა - „ფეესბეს“ გარკვეული ჯგუფი საქართველოში დიდი ხანია, არის და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ხოშტარია, ეს ხალხი მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ
გიორგი ვაშაძის განცხადებას ვადასტურებ, „ფეესბეს“ გარკვეული ჯგუფი საქართველოში დიდი ხანია, არის და მას ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“, ხოშტარია და ასე შემდეგ. ეს ხალხი მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცდილობენ, ქვეყანა არიონ და ქაოსში გადაზარდონ.
„მათ შორის მცდელობა აქვთ, რომ ეს ქვეყანა არიონ და ქაოსში გადაზარდონ. ამის მცდელობა ჰქონდათ და არაფერი გამოუვიდათ. რაც შეეხება ვაშაძეს, გადაეცით, რომ იდიოტია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ არ მიიღო „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მონაწილეობა ევროკავშირის 12 პუნქტთან დაკავშირებით პარლამენტში დაწყებულ კონსულტაციებში. საკითხზე საუბრისას ვაშაძემ აღნიშნა: „პაპუაშვილებთან და კოლექტიურ დიტო სამხარაძეებთან მოლაპარაკებას გამოვრიცხავთ. აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან ლაპარაკს, ვისაც არავინ ეკითხება, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მათ დავალებას არა მხოლოდ ივანიშვილი, არამედ „ფეესბეს“ დაჯგუფებები აძლევენ“.